დანართი
N9
,,11. კომპიუტერული
ტექნოლოგიები დაწყებით საფეხურზე
შესავალი
დაწყებითი საფეხურის
კომპიუტერული ტექნოლოგიების სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები;
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
გ) მეთოდიკური ორიენტირები;
დ) შეფასება.
დაწყებით საფეხურზე საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების შესწავლას გულისხმობს.
საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები
დაწყებით საფეხურზე კომპიუტერული ტექნოლოგიების
სწავლების ძირითადი მიზნებია:
·
მოსწავლე კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით დაეუფლოს აბსტრაქტული, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხერხებს;
·
მოსწავლე დაეუფლოს ალგორითმულ აზროვნებას, რომელსაც გამოიყენებს სხვა მეცნიერებებში, ლოგიკური კავშირების/ბმების დასანახად;
·
მოსწავლემ შეძლოს რეალური პრობლემების გადაჭრა კომპიუტერული ტექნოლოგიების
გამოყენებით;
·
მოსწავლე დაეუფლოს იმ კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივად გამოყენებას რომლებიც დაეხმარება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასევე სხვა საგნებში მოცემული ამოცანების გადასაჭრელად.
ამ
მიზნებზე მუშაობით კომპიუტერული ტექნოლოგიები თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო
გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების
განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
ბ) სტანდარტის
შედეგები და შინაარსი
სტანდარტის
შედეგები საგნის სწავლა-სწავლების მიზნებიდან გამომდინარეობს. ისინი პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს კომპიუტერული
ტექნოლოგიების დაწყებითი საფეხურის ბოლოს.
შედეგები
ჯგუფდება სამ მიმართულებად:
კომპიუტერული ტექნოლოგიები - გულისხმობს
კომპიუტერული მოწყობილობის ფუნქციონირების პრინციპების გაცნობიერებას და
ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებას:
კომპიუტერის
ძირითადი ნაწილების და კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობების ფუნქციონირების
პრინციპების გაცნობიერება; პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის გადაცემა;
ალგორითმის შემუშავებას, და პროგრამული კოდის გამოყენებით პროგრამების შექმნა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები -
გულისხმობს კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივ გამოყენებას:
კომპიუტერული
პროგრამების მიზნობრივი გამოყენება. სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის
გრაფიკული ინტერფეისის ელემენტების გაცნობა, სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობის
(ციფრული ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი და ა. შ.) შესაძლებლობების გააზრება;
ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და გაზიარება; ღრუბლოვანი სერვისების
სათანადოდ გამოყენება; ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნა.
ციფრული წიგნიერება - გულისხმობს კომუნიკაციას
ციფრული სივრცეში. ამავე დროს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას
ფიზიკური
და ვირტუალური გარემოს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების გააზრება. პირადი ანგარიშის მართვისას, კონფიდენციალობისა
და უსაფრთხოების დაცვა; ინფორმაციული ეთიკის ნორმების გაცნობიერება; საკუთარი და
სხვისი უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში.
სტანდარტის შინაარსი
განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო
ცნებების, თემატური ჩარჩოს, საგნობრივი საკითხების სახით.
სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება
დაწყებით
საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც
მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., მათ.საბ.1.:
„კომპ.
ტექ.“
- მიუთითებს საგანს „კომპიუტერული ტექნოლოგიები“;
„დაწყ.“
- მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„1“
- მიუთითებს შედეგის ნომერს.
კომპიუტერული
ტექნოლოგიების სტანდარტის შედეგები (დაწყებითი საფეხური) |
||
შედეგების ინდექსი |
მიმართულება: მსჯელობა-დასაბუთება |
ცნებები |
მოსწავლემ უნდა შეძლოს: |
||
კომპ.ტექ.დაწყ.1. |
პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება.
პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მღება და გადაცემა. |
პირობითი ნიშნები |
კომპ.ტექ.დაწყ.2. |
კომპიუტერის
ფუნქციონირების პრინციპები და მისი
ნაწილების დანიშნულება.
|
კომპიუტერის აგებულება |
კომპ.ტექ.დაწყ.3. |
ალგორითმის დანიშნულების გააზრება და ალგორითმის დამოუკიდებლად
შემუშავება; პროგრამირების ელემენტების (ციკლები, ოპერატორები...) მიზნობრივად გამოყენება
ვიზუალური პროგრამირების გარემოში სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების
შექმნა. |
ალგორითმი/ პროგრამული კოდი/ პროგრამული ენა |
მიმართულება: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები |
||
მოსწავლემ უნდა შეძლოს: |
||
კომპ.ტექ.დაწყ.4. |
კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება. მომხმარებლის გრაფიკული
ინტერფეისის სხვადასხვა ელემენტის იდენტიფიცირება. |
მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი |
კომპ.ტექ.დაწყ.5. |
საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად მუშაობა. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის
მოძიება და გაზიარება. ონლაინ სივრცეში ერთობლივი სამუშაოს შესრულება.
|
ინტერნეტი |
კომპ.ტექ.დაწყ.6. |
ციფრული ინფორმაციის მოგროვება, დახარისხება. შესაბამისი პროგრამული
უზრუნველყოფის საშუალებით (ტექსტური რედაქტორი, ცხრილებთან სამუშაო პროგრამა, პრეზენტაციის
შესაქმნელი პროგრამა, გრაფიკული რედაქტორი და სხვა) ციფრული ინფორმაციის დამუშავება. |
ინფორმაციის დამუშავება
|
მიმართულება: ციფრული წიგნიერება |
||
მოსწავლემ
უნდა შეძლოს: |
||
კომპ.ტექ.დაწყ.7. |
ციფრულ სამყაროში
საკუთარი და სხვისი უფლებების (მათ შორის საავტორო უფლებების) დაცვა; საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოდ მართვა;
|
ციფრული მოქალაქეობა |
თემატური
ჩარჩო დაწყებითი საფეხურის სასწავლო თემებისათვის
კომპიუტერული
ტექნოლოგიები
ცნებები
და საკითხები:
პირობითი ნიშნები
პირობითი ნიშნების შემუშავება და მათი საშუალებით ინფორმაციის გადაცემა; პირობითი ნიშნების საშულებით ბრძანებების გადაცემა და მიღებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება; ვიზუალური პროგრამირება; პირობითი ნიშნები კომპიუტერულ პროგრამებში.
კომპიუტერის აგებულება
კომპიუტერის
ძირითადი ნაწილები: პროცესორი; მეხსიერება და ა. შ.. კომპიუტერის დამატებითი
მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ა. შ.; როგორ მუშაობს კომპიუტერი;
მარტივი ელექტრონული მოწყობილობის გამართვა; რთული ელექტრონული მოწყობილობის
(რობოტის) მართვა.
ალგორითმი/ პროგრამული კოდი/ პროგრამული ენა
ალგორითმი
და ალგორითმის შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში (მაგ.: Scratch)
წინასწარ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მარტივი ანიმაციის შექმნა; ვიზუალური
კომუნიკაცია; პროგრამული ენა; ალგორითმში ან ვიზუალური პროგრამირების კოდში
პრობლემების იდენტიფიცირება; პროგრამის ქცევის პროგნოზირება; კომპიუტერული
პროგრამა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ცნებები
და საკითხები:
კომპიუტერულ პროგრამებთან
მუშაობა
კომპიუტერულ
პროგრამებში მუშაობა. პროგრამებისთვის დამახასიათებელი მომხმარებლის გრაფიკული
ინტერფეისის ელემენტები; სხვადასხვა ტიპის ინტერფეისი; სხვადასხვა კომპიუტერული
მოწყობილობის ინტერფეისის (მაგ.: მობილური ტელეფონი, ციფრული ფოტო აპარატი და ა.
შ.) ძირითადი ელემენტები და მათი იდენტიფიცირება.
ინტერნეტი
ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები; ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება,
მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და გამოყენება; ღრუბლოვანი სერვისების ფუნქციონირების
პრინციპები; ღრუბლოვანი სერვისების სათანადოდ გამოყენება (ფაილის შექმნა, შენახვა,
გაზიარება, ჯგუფური მუშაობა ინტერნეტში); სხვადასხვა ონლაინ სერვისში საკუთარი ანგარიშის
დარეგისტრირება, საკუთარი ანგარიშის სათანადოდ გამოყენება (ინფორმაციის ატვირთვა, დამუშავება).
ინფორმაცია
ფაილის შექმნა; სხვადასხვა ტიპის
ფაილის დახარისხება და აღრიცხვა; პრეზენტაციის შექმნა (Microsoft PowerPoint); ტექსტურ რედაქტორში მუშაობა (Microsoft
Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება; ცხრილის შედგენა
(Microsoft Excel); ცხრილში ინფორმაციის სხვადასხვა პრინციპით დახარისხება და გამოთვლების
წარმოება; ერთ ფაილში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მაგ. ილუსტრაცია, ფოტო,
ტექსტი) გაერთიანება და ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნა (Microsoft PowerPoint).
ციფრული წიგნიერება
ცნებები და საკითხები:
ციფრული მოქალაქეობა
ფიზიკური და ვირტუალური გარემო; Office 365-ის პირადი ანგარიშის მართვა
და დაცვა; საკუთარი ინფორმაციის გაზიარება ელ. ფოსტისა და ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით;
საერთო ღრუბლოვან სივრცეში მუშაობა; კონფიდენციალურობის დაცვა; ბალანსი ვირტუალურ და
რეალურ ცხოვრებას შორის; ინფორმაციული ეთიკის ნორმები; სოციალური პასუხისმგებლობა,
პირადი სივრცე, ონლაინ სერვისებთან მუშაობისას; ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი
უფლებები.
საფეხურის საკვანძო შეკითხვები:
ა) რა ნაწილებისგან შედგება და როგორ ფუნქციონირებს კომპიუტერული
მოწყობილობა? როგორ იქმნება კომპიუტერული პროგრამა?
ბ) სად მოვიძიოთ, როგორ დავახარისხოთ, როგორ გავაზიაროთ ინფორმაცია?
როგორ შევქმნათ და დავამუშაოთ ტექსტური ფაილი, ცხრილი, პრეზენტაცია?
გ) როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერული ტექნოლოგიები მიზნობრივად,
უსაფრთხოდ და ეთიკური ნორმების დაცვით?
მეთოდიკური ორიენტირები
საგნის
სწავლა-სწავლება უნდა წარიმართოს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა
მოტივირებას და შინაგანი ძალისხმევის გააქტიურებას.
ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის
ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა
ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის
სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლას).
ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე
კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და
პირობისეულს.
საგნობრივი შედეგების გარდა, ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნებიდან სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ ასევე უნდა იქცეს
შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პასუხისმგებლობა
|
·
სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში)
ნაკისრი ვალდებულების შესრულება; ·
სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და
ჩაბარება; ·
საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება. |
თანამშრომლობა |
·
სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება
ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს; ·
მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად; ·
განსხვავებული იდეების, შეხედულებების
კონსტრუქციულად განხილვა; ·
რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით. |
დროსა და
სივრცეში ორიენტირება |
·
თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით
ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება; ·
მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული
ფაქტორების გათვალისწინებით. |
ეთიკა |
·
ეთიკური ნორმების დაცვა; ·
სოლიდარობის განცდა; ·
ემპათია; ·
განსხვავებულობის მიმღებლობა; ·
საკუთარ სოციალურ აქტივობაზე პასუხისმგებლობის
გააზრება. |
სწავლის
სწავლა დამოუკიდებლად
საქმიანობა |
·
აქტივობის/დავალების ღირებულების გააზრება - მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას; ·
აქტივობის/დავალების დაგეგმვა - (მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის; ·
სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა; ·
სოციოემოციური მართვა - ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება; ·
ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება. |
ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება |
·
საკუთარი ანგარიშის (office 365) შესაბამისად
მართვა. ტექსტის შექმნა და პრეზენტაციის აწყობა შესაბამის პროგრამებში.
ცხრილების შექმნა და გამოთვლების წარმოება; ·
ციფრული ფორმატის გრაფიკული გამოსახულებების -
დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილების, აგება შესაბამისი პროგრამების გამოყენებით; ·
მონაცემთა ორგანიზება-წარმოდგენის, მათი
დამუშავებისა და ანალიზის მიზნით; ·
გამოთვლების შესრულებისას ზომის ერთეულების
ონლაინ-კონვერტორების გამოყენება; ·
დინამიური, ვირტუალური სიმულაციების გამოყენება
სხვადასხვა შინაარსის ამოცანების ამოხსნისას. |
წიგნიერება |
· ზეპირი
და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების,
სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების
უნარი. |
მეწარმეობა,
ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა |
·
სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და
ცნობისმოყვარეობის გამოვლენა; ·
ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების
ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით; · მზაობა
გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად. |
შემოქმედებითი
აზროვნება
|
· ჩანაფიქრის
შემოქმედებითად განხორციელება; · ორიგინალური
იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა; · დასმული
პრობლემების გადასაჭრელად
არასტანდარტული გზების მოძიება; · სწრაფვა
გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ; · გამოწვევების
მიღება, სასკოლო საქმიანობებში გაბედული ნაბიჯების გადადგმა. |
წლიური
პროგრამისა და სასწავლო თემის აგების პრინციპები
სტანდარტზე
დაყრდნობით იგეგმება წლიური პროგრამები, რომლებიც გვიჩვენებს სტანდარტის
მოთხოვნათა რეალიზების გზებს. წლიური
პროგრამა სარეკომენდაციო ხასიათისაა. სკოლას შეუძლია გამოიყენოს რეკომენდებული წლიური პროგრამა ან
თავად დასახოს სტანდარტის მიღწევის გზები. წლიური პროგრამები უნდა დაიგეგმოს
სასწავლო თემების საშუალებით.
სასწავლო თემა
იგეგმება შემდეგი კომპონენტების გამოყენებით:
სასწავლო თემა სასწავლო თემა წარმოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების,
ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული
თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, უნდა დამუშავდეს სტანდარტის ყველა შედეგი. |
საგნობრივი
საკითხები წლიური თემების ფარგლებში გამოიყოფა საგნობრივი საკითხები.
საგნობრივი საკითხების სწავლება თვითმიზანს არ წარმოადგენს. საგნობრივი საკითხების მეშვეობით მოსწავლე გაიაზრებს ცნების
შინაარსს, ამუშავებს საკვანძო შეკითხვებს, ასრულებს კომპლექსურ დავალებებს. |
თემის
ფარგლებში დასამუშავებელი ცნებები ცნებები განსაზღვრავს იმ არსებით ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. |
თემატური საკვანძო შეკითხვები თემატური
საკვანძო შეკითხვები გამომდინარეობს საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვებიდან და
დაისმის თემის კონკრეტულ კონტექსტში. მათი ფუნქციაა: ·
მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება,
ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად; ·
სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად
სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა; ·
თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური
ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ
ელემენტს, რომელმაც სასწავლო თემის ფარგლებში შესაძლოა გაკვეთილ(ებ)ის მიზნის
როლი შეასრულოს. |
აქტივობები დავალებების ტიპები/ნიმუშების ჩამონათვალი,
რომლებიც გამოიყენება გაგება-გააზრებისა და შეჯამების პროცესების, ასევე ცოდნის
ათვისების, განმტკიცებისა თუ შეჯამების მიზნით.
კომპლექსურ/პროექტულ დავალებათა იდეების
ჩამონათვალი კომპლექსური/პროექტული დავალებები წარმოადგენს
იმგვარ აქტივობებს, რომელთა შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. |
შეფასების ინდიკატორები შეფასების ინდიკატორები სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარეობს და
აჩვენებს, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. სხვა
სიტყვებით, ინდიკატორები წარმოადგენს კონკრეტულ
თემაში რეალიზებულ შედეგებს. ინდიკატორებში დაკონკრეტებულია ცოდნის ის
სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა დაეუფლოს.
შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით ყალიბდება კრიტერიუმები შეფასების
რუბრიკებისთვის. |
როგორ
აიგება სასწავლო თემა?
სასწავლო
თემის ასაგებად უმთავრესი ორიენტირებია სტანდარტის შედეგები. ისინი სტანდარტში
სავალდებულო სახითაა განსაზღვრული. ცნებებსა და შედეგებზე დაყრდნობით
განისაზღვრება მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო კითხვები და შეფასების
ინდიკატორები.
სასწავლო
თემის სწავლა-სწავლების მიზნით შემდეგ ეტაპზე უნდა განისაზღვროს საგნობრივი
საკითხები, რესურსები, დავალებების ტიპები/ნიმუშები გაგების, გააზრების,
განმტკიცებისა და შეჯამების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს იდეები
შემაჯამებელი კომპლექსური დავალებებისთვის, რადგან მხოლოდ კომპლექსური
დავალებების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, რამდენად დაეუფლა მოსწავლე თემის
ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ
ფუნქციურად გამოყენებას.
სასწავლო
თემის აგების ბიჯები
ნაბიჯი
1. საგნობრივი საკითხების განსაზღვრა |
|
|
|
ნაბიჯი
2. თემატური საკვანძო კითხვების
დასმა |
|
|
|
ნაბიჯი
3. შეფასების ინდიკატორების
განსაზღვრა |
|
|
|
ნაბიჯი
4. აქტივობებისა და მიმდინარე
დავალებების დაგეგმვა და
რესურსების შერჩევა |
|
|
|
ნაბიჯი
5. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება |
სწავლის
უნარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ზრუნვა მეტაკოგნიციის უნარების განვითარებაზე,
რისთვისაც მასწავლებელმა პერიოდულად სამი ტიპის აქტივობა უნდა ჩაატაროს. ეს აქტივობებია:
სტრატეგიების
მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან
ერთად ასრულებს დავალებას და მისი შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ
შეასრულოს ეს აქტივობა (მაგ., კარგად გავეცნოთ პირობას და დავაკვირდეთ, რას მოითხოვს
იგი; აქვს თუ არა პირობას თანხმლები მასალა და მისთ.);
წინმსწრები
მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ
ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები
გაეცნობიან დავალების პირობას, შევასრულებინებთ მეტაკოგნიტური ხასიათის ამგვარ აქტივობას:
მათ ჯგუფურად უნდა განსაზღვრონ ის გზა, რომლითაც დავალებას შეასრულებენ, სახელდობრ:
დეტალურად აღწერონ დავალების შესრულების ეტაპები (რას შეასრულებენ რის შემდეგ და
სხვ.), ასევე სტრატეგიები, რომლებსაც გამოიყენებენ თითოეულ ეტაპზე. ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ
თავიანთი ნამუშევრები და იმსჯელონ შერჩეული გზებისა თუ სტრატეგიების მიზანშეწონილობაზე.
შემდგომი
მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა
გადადგმულ ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეასრულებენ კონკრეტულ
დავალებას, მათ უნდა გაიხსენონ და აღწერონ განვლილი გზა: რა გააკეთეს
რის შემდეგ? რა ხერხები გამოიყენეს მუშაობისას? რა გაუჭირდათ ან რა გაუადვილდათ?
შესრულებული მოქმედებების აღწერის შედეგად მოსწავლეები გააცნობიერებენ იმ ფაქტს,
რომ მიზნის მისაღწევად არსებობს სხვადასხვა გზა და ხერხი, რომლებზეც დავალების
შესრულებამდე უნდა დაფიქრდნენ (ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად).
მეტაკოგნიტური პაუზა მოსწავლეებს განუვითარებს სწავლის უნარებს და აუმაღლებს
სწავლის ქმედუნარიანობას.
დ) შეფასება
საკლასო შეფასება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის
პირველი კარის მე-7 თავში განსაზღვრულ შეფასების პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესობა უნდა
მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც აფასებს მოსწავლეს თავის წინარე
შედეგებთან მიმართებით, ზომავს ინდივიდუალურ წინსვლას და, ამდენად, აძლევს მოსწავლეს ცოდნის ეტაპობრივი
კონსტრუირების საშუალებას.
მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად იყოს ჩართული განმავითარებელ
შეფასებაში. სწავლის პროცესის შეფასება მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად
სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას
მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას.
შეფასებაში ჩართვის ძირითადი მიზანია მოსწავლის
გათვითცნობიერება სწავლის პროცესებში, რაც მას ამ პროცესების გააზრებულად
და დამოუკიდებლად მართვას შეასწავლის.
შემაჯამებელი
(განმავითარებელი და განმსაზღვრელი) შეფასება
შემაჯამებელი შეფასებისთვის
გამოიყენება კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებები, რომელთა შესრულება
მოითხოვს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებულად და
ფუნქციურად გამოყენებას. ამ დავალებათა შესაფასებლად გამოიყენება შეფასების
რუბრიკები, ანუ კრიტერიუმების ბადე.
მოსწავლეს თითოეული სასწავლო
თემის დამუშავების შემდეგ ევალება შემაჯამებელი დავალების წარმოდგენა.
შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა წლის განმავლობაში სავალდებულო
სასწავლო თემების რაოდენობას ემთხვევა.
ტიპობრივი
დავალებები შემაჯამებელი შეფასებისათვის
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ
დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. კომპიუტერული ტექნოლოგიების შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
·
ტექსტურ ამოცანასთან დაკავშირებული ღია ან დახურული
(რამდენიმე შესაძლო პასუხს შორის სწორი პასუხის შერჩევა, შესაბამისობის დამყარება,
სწორი თანმიმდევრობით დალაგება) ტიპის დავალება;
·
ტექსტის წაკითხვა და მონაცემთა ანალიზით
(გამოთვლების ან ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე) მიღებული დასკვნის გადმოცემა და
დასაბუთება (მათ შორის ისეთი ტექსტის, რომელიც შეიცავს დიაგრამებს და ცხრილებსა და
ალგორითმებს);
·
განტოლების ამოხსნა, ასოითი გამოსახულების
გამარტივება, რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა;
·
ამოცანა, რომელშიც წინასწარ განსაზღვრული
მონაცემების საფუძველზე მოსწავლეს მოეთხოვება მოცემული ფაქტის დასაბუთება ან
უარყოფა (მაგალითად, თეორემის დამტკიცება);
·
სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მასწავლებლის
მიერ მიცემული დავალების შესრულება და შესრულებული დავალების კომპიუტერული ფაილის
სახით წარდგენა.
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
·
მოსწავლე აღიქვამს
ამოცანის შინაარსს, გაიაზრებს და გამიჯნავს ამოცანის მონაცემებსა და საძიებელ
სიდიდეებს. ახდენს მონაცემების (მათ შორის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო
მონაცემების) ორგანიზებას და მათ წარმოდგენას;
·
გადმოცემისას სწორად და ეფექტიანად
იყენებს ტერმინებსა და აღნიშვნებს. ადეკვატურად ირჩევს სიმკაცრის დონეს და როდესაც
საჭიროა, დასაბუთებისას იყენებს მკაცრ ლოგიკურ მსჯელობას (მათ შორის ინდუქციურ და
დედუქციურ მსჯელობას);
·
პოულობს, არჩევს და
იყენებს გზებსა და მეთოდებს (მათ შორის ტექნოლოგიებს) მოდელირებისათვის საჭირო
მონაცემებს შესაბამისი ალგორითმებისა და კომპიუტერული კოდის შესამუშავებლად
ვიზუალური პროგრამირების გარემოში;
·
ახდენს მოცემული მოდელის
ელემენტების ინტერპრეტირებას იმ რეალობის კონტექსტში, რომელსაც მოდელი აღწერს და
პირიქით – რეალური ვითარების დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების
ინტერპრეტირებას შესაბამისი მოდელის ენაზე. განსაზღვრავს მოდელის ვარგისიანობას და
აფასებს მისი გამოყენების საზღვრებს;
·
კომპლექსურ (რთულ) პრობლემას ყოფს საფეხურებად,
მარტივ ამოცანებად და ჭრის ეტაპობრივად (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული
მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით;
·
ამოცანების ამოხსნისას, სათანადოდ იყენებს
კომპიუტერს და კომპიუტერულ პროგრამებს;
·
ირჩევს ეფექტიან სტრატეგიას და მოკლედ აღწერს
პრობლემის გადაჭრის საფეხურებს. მიჰყვება არჩეულ სტრატეგიას. აანალიზებს არჩეულ
სტრატეგიას და ასაბუთებს არჩეული სტრატეგიის ეფექტიანობას, მიმოიხილავს შესაძლო
ალტერნატიულ სტრატეგიებს და მსჯელობს მათ უპირატესობებსა და ნაკლზე;
·
ირჩევს გამოთვლების ადეკვატურ / ოპტიმალურ ხერხს და
ახდენს მის რეალიზებას;
·
ამყარებს კავშირებს (მაგალითად, სხვა ალგორითმებთან
ან კომპიუტერულ კოდთან) და იყენებს ამ კავშირებს როგორც პრობლემის გადაჭრისას,
ასევე მიღებული შედეგების გაანალიზებისას;
·
ახდენს მიღებული შედეგების განზოგადებას, ამყარებს
კავშირებს (მაგალითად სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს შორის ან სხვა
დისციპლინებთან) და იყენებს ამ კავშირებს როგორც პრობლემის გადაჭრისას, ასევე
მიღებული შედეგების გაანალიზებისას;
·
ირჩევს დასაბუთების ხერხს
(მაგალითად: საწინააღმდეგოს დაშვების გამოყენება დამტკიცებისას, ევრისტული მეთოდის
გამოყენება დასაბუთებისას);
·
ინფორმაციის გადაცემისას წარმოაჩენს საკითხის არსს
(მაგალითად, ვიზუალური პროგრამირების სხვადასხვა მეთოდების და მიღებული დავალების
ეფექტურად შესრულების გზებს);
·
კორექტულია მასწავლებელთან და მეგობრებთან
მიმართებაში. იგებს და აანალიზებს სხვის ნააზრევს;
·
თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური სამუშაოების
შესრულებისას;
·
აუდიტორიისა და საპრეზენტაციო მასალის მიხედვით
ირჩევს პრეზენტაციის ფორმას და დამხმარე საშუალებებს (მათ შორის საინფორმაციო
ტექნოლოგიებს). ეფექტიანად იყენებს პრეზენტაციისათვის განკუთვნილ დროს;
·
ახდენს პრობლემის ფორმულირებას აუდიტორიისათვის
გასაგები ფორმით. ასაბუთებს პრობლემის აქტუალურობას და მნიშვნელობას (იგულისხმება
პრობლემის პრაქტიკული ან/და წმინდა მეცნიერული აქტუალურობა);
·
სადემონსტრაციოდ იყენებს მაგალითებს, როგორც
რეალური ვითარებიდან ასევე ციფრული გარემოდან;
·
კეთილსინდისიერად ასრულებს დავალებებს (ვადებისა და
რაოდენობის თვალსაზრისით).
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა
აკმაყოფილებდეს განმსაზღვრელი შეფასებისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი დავალება
·
დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების
ზოგადი რუბრიკა;
·
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების
პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
·
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც
ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
რუბრიკის ნიმუში
სამიზნე ცნება საკითხი კომპლექსური დავალების პირობა
|
|
კრიტერიუმი |
მოსწავლის ქმედება |
აბსტრაქტული დონე მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის
არსი/ არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან
შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას. |
|
მიმართებითი დონე მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი;
ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს
შორის. |
|
მულტისტრუქტურული დონე მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან
დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. |
|
უნისტრუქტურული დონე მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული
ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
|
|
პრე-სტრუქტურული დონე მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს
რელევანტური ინფორმაცია. |
|
„
No comments:
Post a Comment